Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის

საბჭოს სხდომის

ოქმი N 7

27.06. 2020

დღის წესრიგი:  

1. სამაგისტრო ნაშრომის დაცვის წესში ცვლილებების შეტანა;

2. დასკვნითი გამოცდების ფორმატი;

3. ფსიქოლოგიის დეპარტამენტის კომიტეტში ცვლილების შეტანა;

4. გამოცდების ჩატარების ტექნიკური მხარდამჭერების შერჩევა ფაკულტეტზე;

5. პროფესორ მარინე ჩიტაშვილის შემოქმედებითი შვებულება.

6. სხვა. 

სხდომა ჩატარდა zoom-აპლიკაციის გამოყენებით.

სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

ფაკულტეტის საბჭოს  წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები :

ლალი სურმანიძე, იამზე კუტალაძე

ასოცირებული პროფესორები : 

მანანა მელიქიშვილი, ირინე ჟვანია, მაია მესტვირიშვილი, ლუიზა არუთინოვა, ხათუნა მარწყვიშვილი, ნინო ლაბარტყავა, მედეა დესპოტაშვილი, თამარ აბაშიძე, ანი ქიტიაშვილი, შორენა მამუკაძე, ვახტანგ ნადარეიშვილი, ეკატერინე ფირცხალავა.

ასისტენტ პროფესორები:

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორი:

ქეთევან ჭკუასელი

ასოცირებული პროფესორი : 

ეთერ ღვინერია, იზაბელა პეტრიაშვილი.

სტუდენტები:

მარინა ბორჩაშვილი

ფაკულტეტის საბჭოს სხდომას ესწრებოდა 19 წევრი

მოისმინეს:

1.სამაგისტრო ნაშრომის დაცვის წესთან დაკავშირებული ცვლილება

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ასოც. პორფესორმა მანანა მელიქიშვილმა საბჭოს მოახსენა, რომ ცვლილება შევიდა სამაგისტრო ნაშრომის წარდგენის, დაცვისა და შეფასების პროცედურის წესში. საბჭოს წევრები გაეცნენ ამ ცვლილებას. კერძოდ, მუხლი 11. სამაგისტრო ნაშრომის შეფასება-ს დაემატა პუნქტები 11.4 და 11.5.

11.4. კომისია აფასებს ნაშრომს ფაკულტეტის მიერ დადგენილი შემდეგი კრიტერიუმებით:

  • საკითხის აქტუალურობა, კვლევის სიახლე,  
  • თეორიულ-მეთოდოლოგიური შესაბამისობა,
  • ლოგიკა და არგუმენტაცია, ადეკვატური ინტერპრეტაცია, 
  • დასკვნების შესაბამისობა მიღებულ შედეგებთან, დასახულ მიზანსა და საკვლევ ამოცანებთან,
  • ტექსტის გამჭვირვალობა/სიცხადე,
  • ტექსტის სტრუქტურა, აკადემიური ციტირების სტილი,
  • პრეზენტაცია.

11.5 სამაგისტრო ნაშრომის შეფასების კრიტერიუმების ქულებს და მათ ხვედრით წილს ადგენს კომისია.

საბჭოს კენჭი უყარა სამაგისტრო ნაშრომის დაცვის წესთან დაკავშირებულ ცვლილებებას.

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:

დამტკიცდეს სამაგისტრო ნაშრომის დაცვის წესში შეტანილი ცვლილება: მე-11 მუხლს დაემატოს პუნქტები 11.4 და 11.5.

2. დასკვნითი გამოცდების ფორმატისა და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცება

საბჭოს მდივანმა ასოც. პროფესორმა ირინე ჟვანიამ საბჭოზე დასამტკიცებლად გამოიტანა დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია დასკვნითი გამოცდების შეფასების კრიტერიუმები, დავალების ტიპები და ასევე, პლატფორმა, რომელზეც უნდა ჩატარდეს გამოცდა. ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა წინასწარ გამოაგზავნა ინფორმაცია დასკვითი გამოცდების შესახებ, რომელიც თავმოყრილია ერთ დოკუმენტში.

საბჭომ განიხილა და კენჭი უყარა დოკუმენტს დასკვნითი გამოცდების ფორმატისა და შეფასების კრიეტერიუმების შესახებ.

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:

დამტკიცდეს წარმოდგენილი დოკუმენტი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე დასკვნითი გამოცდების ჩატარების ფორმატისა და შეფასების კრიტერიუმების შესახებ.

3. ფსიქოლოგიის დეპარტამენტის კომიტეტში ცვლილების შეტანა

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ასოც. პორფესორმა მანანა მელიქიშვილმა საბჭოს მოახსენა, რომ კომიტეტში უნდა მოხდეს იმ სტუდენტების ჩანაცვლება, რომლებმაც უკვე დაასრულეს სწავლა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აზრი არ გამუთქვამთ საბჭოს წევრებს.

საბჭომ განიხილა აღნიშნული საკითხი და კენჭი უყარა ფსიქოლოგიის დეპარტამენტის კომიტეტში ცვლილების შეტანას.

დაადგინეს: შევიდეს ცვლილება ფსიქოლოგიის დეპარტამენტის კომიტეტის შემადგენლობაში და დამტკიცდეს კომიტეტის წარმოდგენილი შემადგენლობა.

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

4. გამოცდების ჩატარების ტექნიკური მხარდამჭერების შერჩევა ფაკულტეტზე

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ასოც. პროფესორმა მანანა მელიქიშვილმა ფაკულტეტის საბჭო წინაშე დააყენა გამოცდების ჩატარების ტექნიკური მხარდამჭერების შერჩევის საკითხი. საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ზოგჯერ პედაგოგებს ესაჭიროებათ ისეთი ტიპის დახმარება, როგორიცაა, მაგალითად ნაშრომის პლაგიატზე შემოწმება და ა.შ. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს და წამოაყენეს შესაბამისი კანდიდატურები:

  1. მარიკა ჩაფიძე
  2. ნუცა საღარაძე
  3. მაია ჯინჭარაძე
  4. სალომე ჩიტიშვილი

საბჭომ კენჭი უყარა აღნიშნულ წინადადებას:

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: აკადემიურ პერსონალს გამოცდების ჩატარებისა და სამაგისტრო ნაშრომების პლაგიატზე შესამოწმებლად დახმარებას გაუწევენ: მარიკა ჩაფიძე- განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის უფროსი ლაბორანტი, ნუცა საღარაძე - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, მაია ჯინჭარაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი, სალომე ჩიტიშვილი-დეკანის თანაშემწე.

5. პროფესორ მარინე ჩიტაშვილის შემოქმედებითი შვებულება.

საბჭოს თავმჯდომარემ პროფესორმა თამარ გაგოშიძემ საბჭოს გააცნო პროფესორ მარინე ჩიტაშვილის განცხადება. პროფესორი მარინე ჩიტაშვილი ითხოვს შემოქმდებით შვებულებაში გასვლას. მის განცხადებაში დეტალურად არის განხილული, თუ რატომ სურს მას ისარგებლოს შემოქმდებითი შვებულებით. თ. გაგოშიძემ აღნიშნა, რომ მ. ჩიტაშვილს დაწყებული აქვს მუშაობა მნიშვნელოვან და საჭირო სახელმძღვანელოზე „ფსიქოანალიზის ძირითადი ცნებები“. ის ასევე ამზადებს სტატიას უმაღლესი განათლების საკითხების შესახებ სკოპუსში ინდექსირებულ ჟურნალში.

საბჭომ კენჭი უყარა პროფესორ მარინე ჩიტაშვილის მიერ შემოქმდებითი შვებულებით სარგებლობის საკითხს.

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: მიეცეს პროფესორ მარინე ჩიტაშვილს სამეცნიერო შემოქმედებითი შვებულებით სარგებლობის უფლება 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში - 01.09.2020-დან 01.07.2021-მდე.

 

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია